„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016838
103/ნ
22/08/2014
ვებგვერდი, 22/08/2014
040030000.22.022.016838
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ემუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,  03/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016643) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;“

2. მე-20 მუხლის „ე“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების მიზნით აკადემიურ საბჭოს წარუდგენს განსაკუთრებული დამსახურების მქონე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს.“

3. 25-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და აკადემიური წოდება“

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. უნივერსიტეტს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო

მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.

6. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე