„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016095
19
21/08/2014
ვებგვერდი, 27/08/2014
300280000.16.009.016095
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №19

2014 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების  (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) მე-2 მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ (თბილსრესის №9 ბლოკი):

ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 63 806 ლარი/დღე;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 7,229 თეთრი/კვტსთ.“

ბ)  მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის   წარმოების ტარიფი მოქმედებს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის   წარმოების ტარიფი მოქმედებს 2014 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის   წარმოების ტარიფი მოქმედებს – 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

5. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, დადგენილი წესით, უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს:

ა) 404 დღისა – შპს„მტკვარი ენერგეტიკისთვის“ (თბილსრესის №9 ბლოკი);

ბ) 300 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი);

გ) 300 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული   კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);

დ) 335 დღისა –  შპს „ჯი ფაუერისთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიგოჩა შონია