დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.176.016014 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/08/2014 - 04/09/2014)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8139.8 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 475.2 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7045.2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 619,4 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6299,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2325,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2415.8 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 485,6 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 11.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
|
მუხლი 12.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
|
მუხლი 13.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 13,5 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 75.0 ათ. ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 62,2 ათ. ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,5 ათ. ლარი;
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თელავის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა სახანძრო სამაშველო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის გაგრძელება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რეაბილიტაცია (მოხრეშვა მოასფალტება) რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობა და გადასასვლელების მოწესრიგება. აგრეთვე ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად გზების გაწმენდა თოვლისაგან. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების და გარე-განათების სისტემების ექსპლოატაცია და არსებულის მოვლა-შენახვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. ბ.ა) ბინათმშენებლობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში შექმნილი საერთო პრობლემების გადაჭრის მიზნით ამხანაგობების მიერ წამოჭრილი თემების განხილვის შედეგად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების – ნაწილობრივ მოსახლეობის რესურსების გამოყენების პრინციპით განახორციელებენ სახურავების, ლიფტების და სხვ. რეკონსტრუქცია – შეკეთების ღონისძიებებს.
ბ.ბ) გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, ახალი კვანძების მოწყობა და გარე-განათებაზე გახარჯული ელ.ენერგიის ხარჯების დაფინანსება.
ბ.გ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და მოსახლეობიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. არსებული ტექნიკის გაუმჯობესება და ბუნკერების რაოდენობის ზრდა სისუფთავის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე განხორციელდება ქალაქში არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება და სხვა გარემოს დაცვით ღონისძიებები.
გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას, დასასვენებელი პარკების, სკვერების და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობას.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 9 ბაგა-ბაღი : №1 ბაგა-ბაღი, №3 ბაგა-ბაღი, №5 ბაგა-ბაღი, №8 ბაგა-ბაღი, №5 საბავშვო-ბაღი, №2 ბაგა-ბაღი, №6 ბაგა-ბაღი, №7 ბაგა - ბაღი, №9 ბაგა-ბაღი, რომლებიც გაერთიანებულები არიან და შედიან ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანებაში". ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში წარმოადგენს აღმზრდელების გადამზადების საკითხი, აგრეთვე ბაღში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა, რაც უპირველესია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განახლებას.
ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას. პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს. სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე. პედაგოგთა ხელშეწყობაზე. აღნიშნულ ორგანიზაციაში ფუნქციონირებს მრავალი წრე, რომელიც ემსახურება ბავშვთა შემოქმედებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლებას. (ხაზვის, ხატვის, სამეჯლისო ცეკვების, კულინარიის, მათემატიკის, უცხო ენის, ქართული ლიტერატურის, დიზაინის, რუსულის, სიმღერის, გიტარის, ლიტერატურული შემოქმედების, თექის, ქსოვის, გობელინის და ა.შ. ... წრე).
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, მონაწილეობის მიღება რესპუბლიკურ ღონისძიებებზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფინანსური მხარდაჭერა, ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა. სხვადასხვა ტურნირებზე, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგების გამოსავლენად ხორციელდება მათი ადგილზე შეკრების ჩატარება შესაბამისი პირობების შექმნით. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება ა.ა) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას. ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარებას. ნაკრები გუნდების მომზადებას და მონაწილეობას სხვადასხვა დონის სპორტულ ღონისძიებებში. პირველობების ჩატარება, მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება. სპორტის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი რეაბილიტაცია, მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება-აღდგენა. ამჟამად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები: ბავშვთა და მოზარდთა სპორტთამაშების სკოლა, ჩოგბურთის კორტები, რომელიც მრავალ საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია, საფეხბურთო სკოლა, ჭიდაობის სპორტული სკოლა, ჭადრაკის სახლი, სადაც ბევრი ცნობილი მოჭადრაკე აღზრდილა და დღესაც ღირსეულად ასპარეზობენ საერთაშორისო არენაზე და ა.შ. აგრეთვე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნურსაფარიანი და ბუნებრივსაფარიანი მინიმოედნების მოვლა შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელბისთვის.
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებსა, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. სხვადასხვა სახალხო და რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ქართული ფოლკლორული ხელოვნების და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას. ბ.ა) ააიპ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ფოლკლორული ხელოვნების განვითარებას და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას. აღნიშნული ორგანიზაციის აღსაზრდელები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებში.
ბ. ბ) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად ფუნქციონირებს ააიპ თელავის ელ.ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა, ააიპ თელავის N1 სამუსიკო სკოლა, ააიპ თელავის N2 სამუსიკო სკოლა.
ბ.გ) ააიპ საბიბლიოთეკო გაერთანება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ააიპ „საბიბლიოთეკო გაერთიანება“ (მ.შ. საბავშვო ბილბიოთეკა), სადაც მუდმივად მიმდინარეობს ლიტერატურის და პრესის განახლება, აღნიშნული ორგანიზაციის მეშვეობით საზოგადოებას ეძლევა საშუალება მუდმივად გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია მისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. ცენტრალურ ბიბლოთეკაში ფუნქციონირებს ამერიკის კუთხე, რომლის შუამდგომლობით და ხელშეწყობით მოზარდებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში.
ბ.დ) ააიპ კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ააიპ „კულტურის ცენტრი“, რომელშიც გაერთიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის სახლი, რომლებიც მრავალი სხვადასხვა ადგილობრივი კულტურული ღონისძიების და ფესტივალის განმახორციელებელია (ფესტივალი „ქება ვაზისა“, ანიმაციური ფილმების ფესტივალი, „ერეკლეობა“, და სხვა). ასევე ააიპ „კულტურის სახლი“ -ის დაქვემდებარებაშია სიმღერის ანსამბლი - ქალთა კაპელა. ბ.ე) თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კულტურული ცხოვრების დამკვიდრებაში.
ბ.ვ) კულტურისა და დასვენების პარკი ნადიკვარი (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურისა და დასვენების პარკი ნადიკვარი. პარკი მოსახლეობისათვის გასართობი და დასასვენებელი ადგილია, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა ატრაქციონები, მოწყობილია დასასვენებელი კუთხეები, სასეირნო ბილიკები და საზაფხულო თეატრი. ყველა თაობის მოსახლეობას საშუალება ეძლევა გაერთოს და დაისვენოს. მუდმივად ახლდება ინფრასტრუქტურა და მუდმივად ხდება ზრუნვა კომფორტული გარემოს შექმნაზე.
გ) ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში (ლაშქრობები, ექსკურსიები, და ა.შ.). პროგრამის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სპორტული ტურნირები და ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი სპორტული და მოყვარულთა გუნდები.
დ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მწერალთა ორგანიზაციების ხელშეწყობა.
ე) ძეგლთა დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან. ახლად აღმოჩენილ ისტორიულ ძეგლებზე ინფორმაციის მოძიება და მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიღწევა და მოსახლეობაში ჯანმრთელი კონტიგენტის ხვედრითი წონის მატებაა. აგრეთვე მისი მიზანია ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და შესაბამისად კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით.
ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
ბ.ა) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ომში დაღუპულთა და დაინვალიდებულთა მცირეწლოვან შვილებზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას.
ბ.ბ) სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახების შერჩევას და ისინი ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსებით ფინანსდებიან. აგრეთვე ფინანსდებიან ის სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ერთიან ბაზაში და თუ გარკვეულ დაავადებას ან გამოკვლევას სადაზღვევო კომპანიები ვერ აფინანსებენ. ქვეპროგრამით ხორციელდება აგრეთვე საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საჩუქრების გადაცემას (მრავალშვილანი დედები, უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, 9 აპრილს დაზარალებულები , ინვალიდი ბავშვები, ომის მონაწილეები, სამაჩაბლო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახები, დევნილები და სხვა). ბ.გ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ პირთა ყოველდღიურ უფასო სადილს, რაც უმარტივებს მათ ყოველდღიურ აუცილებელ საზრუნავს და შეძლებისდაგვარად ამსუბუქებს მათ სოციალურ მდგომარეობას.
ბ.დ) სამამულო ომის მონაწილეთა, ლტოლვილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღებას. თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით, ხოლო გარდაცვლილი დევნილის და უპატრონო მიცვალებულის დასაკრძალად 200 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია აღნიშნული ოჯახებისათვის თანაგრძნობის გამოხატვა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის შესაბამისი პატივის მიგება.
ბ.ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა დაბადებისას ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და აგრეთვე, მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია ყოველთვიურად მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.
ბ.ვ) ვეტერანთა საზოგადოება(პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამამულო და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტოიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გარკვეულ დაფიანსებას. რაც ძირითადად ხმარდება ძმათა სასაფლაოების და მემორიალების მოვლას, ექსკურსიებს და საქართველოს მასშტაბით ვეტერანთა შეკრებებში მონაწილეობის მიღებას. |
თავი III
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 18 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები