დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016036 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N1/ნ ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.037.016009) დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების 311 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ჟურნალისტად მუშაობის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR მენეჯმენტის) მიმართულებით.“. ბ) ბრძანების 32-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სფერო/ფაკულტეტი: სავალდებულო - საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR მენეჯმენტი) ან სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებები. სასურველია ჟურნალისტიკის ან ფილოლოგიის მიმართულებით. სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები