დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016161 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-6 ნაწილი შემდეგი რედაქციით: ,,6. გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით რეგულირდება გამგებლის სამართლებრივი აქტებით.’’ ბ) დებულების მე-11 მუხლის მე-4 ნაწილში შეტანილ იქნეს ცვლილება დაემატოს ახალი სტრუქტურული ერთეული ,,შიდა აუდიტის სამსახური’’ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ა.ა) საქმის წარმოების განყოფილება; ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ა.გ) იურიდიული განყოფილება; ა.დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ა.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილება; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან; ბ.ა) საბიუჯეტო-დაგეგმვის განყოფილება; ბ.ბ) საფინანსო ზედამხედვველობის განყოფილება; ბ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება; ბ.დ) შესყიდვების განყოფილება; გ) ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: გ.ა) ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; გ.ბ) პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება; გ.გ) ადგილობრივი შემოსავლების განყოფილება; დ) მშენებლობის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: დ.ა) საორგანიზაციო განყოფილება; დ.ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება; დ.გ) ინსპექტირების განყოფილება; ე) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ე.ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება; ე.ბ) ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის განყოფილება; ე.გ) ქონების მართვის განყოფილება; ე.დ) ტრანსპორტი და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება; ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ვ.ა) განათლების განყოფილება; ვ.ბ) კულტურის განყოფილება; ვ.გ) სპორტის განყოფილება; ვ.დ) ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება; ვ.ე) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება; ვ.ე) სოციალური დაცვის განყოფილება; ვ.ზ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ხელშეწყობის განყოფილება; ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ზ.ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება; ზ.ბ) რეზერვის რიგითებისა და სერჟანტების აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება; ზ.გ.) რეზერვის ოფიცერთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება; თ) ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: თ.ა) მონიტორინგის განყოფილება; თ.ბ) რეაგირების განყოფილება; ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ი.ა) მემცენარეობა, მექანიზაციის განყოფილება; ი.ბ) მეცხოველეობის განყოფილება; კ) შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან. კ.ა) მონიტორინგისა და შიდა კონტროლის განყოფილება; კ.ბ) ინსპექტირების განყოფილება. გ) დებულების მე-16-ე, 31-ე, 33-ე, 35-ე და 38-ე მუხლებში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანო’’ შეიცვალოს სიტყვებით ,,ადმინისტრაციული ერთეული’’. |
| მუხლი 2 |
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები