„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016258
135
22/08/2014
ვებგვერდი, 25/08/2014
360160000.22.023.016258
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №135

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016129) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში  მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით,  დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი”.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

,,მუხლი 61

1.  დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: 

ა) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ბ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს;

ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე”.

 

3. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი