დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016204 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge; 17.07.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016186) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8) იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგებლისათვის სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის, მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა; გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადება გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და გამგეობის თანამშრომელთა კონსულტირება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან.“; |
ბ)
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
გ)
უკონკურსოდ, ამ დებულების მე-20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.“; |
დ)
მე-40 მუხლის „დ“ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები