„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34336
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/07/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016292
  • Word
34336
21/07/2014
ვებგვერდი, 21/08/2014
000000000.00.00.016292
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №34336

2014 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტის „ტ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ.ბ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი და მას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ემატება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება - „81”, ხოლო, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ემატება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება - „83”;“;

ა.ბ) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. გრაფა A - „გამგზავნი საგადასახადო ორგანო” – მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან, რომელიც განთავსებული არ არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ­– 00001.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“;

გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით ეგზავნება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს.“;

დ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი, ადმინისტრირების დეპარტამენტის საბაჟო რისკის მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე.“;

ე) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დათვალიერების შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არაუგვიანეს 17.00 საათი. გეზ-ში ან საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებში წარდგენილი საქონლის დათვალიერების ელექტრონულ შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 2 საათი.“;

ვ) 22-ე მუხლის:

ვ.ა) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სასაქონლო ექსპერტიზის (საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით) შედეგებზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო გასცემს:

ა) „ექსპერტის დასკვნას _ ფორმა №1“ (დანართი №III–04) − ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) „ექსპერტის დასკვნას _ ფორმა №2“ (დანართი №III–05) − ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას.“;

ვ.ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-ისა და „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №2“-ს ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტი, რომელიც ატარებს შესაბამის სასაქონლო ექსპერტიზას, ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც დასკვნის გასაცემად გააჩნია სპეციალური ცოდნა.“;

ზ) დანართი №III–05 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

თ) 34-ე მუხლის:

თ.ა) პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი იდენტიფიკაციის საშუალებებს გასცემს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ თანამშრომელზე, რომელიც პასუხისმგებელია იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა გასავლის ზედდებულით, იდენტიფიკაციის საშუალებების რაოდენობის, სერიებისა და ნომრების დაფიქსირებით.

3. საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს „იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №IV–01), ინახავს დაცულ ადგილას და საჭირო რაოდენობას გასცემს შესაბამისი სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკური ზონის ან განყოფილების პასუხისმგებელ თანამშრომელზე ან ცვლის უფროსზე, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.

4. შესაბამისი სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკური ზონის, განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლების ან ცვლის უფროსების მიერ მიღებული და გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებები ასევე აღირიცხება ჟურნალში (დანართი №IV–01). “;

თ.ბ) მე-7 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები მოხსნისთანავე ჩაითვლება განადგურებულად, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები ინახება აღნიშნულ პირებთან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იდენტიფიკაციის საშუალებები ჩაითვლება განადგურებულად.

8. გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ №IV–03 დანართის ფორმით, საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. ეს ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.

9. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ახორციელებს გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურებას და შედეგებს ასახავს აქტში №IV–04 დანართის შესაბამისად.“;

ი) დანართი №IV–01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

კ) დანართი №IV–03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ლ) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტის:

ლ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ციფრი „1„ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

გ) ციფრი „2„ – საქონლის დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე ან როდესაც ASYCUDA-ში დაშვებული პირი, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროს ახორციელებს დეკლარირებას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა);“;

ლ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ციფრი „4„ − საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

ვ) ციფრი „5„ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს.“;

 

მ) 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – თუ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“.“;

ნ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“.“;

ო) 51- ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-7 გრაფაში მიეთითება (თუ ასეთი დოკუმენტები არსებობს): საჰაერო ტრანსპორტით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომრები, ხოლო გასატანი საქონლის შემთხვევაში – საფოსტო გზავნილის ნომერი;“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

სამსახურის უფროსი                                              ი. გვარამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„დანართი № III–05

 

თარიღი: --/--/----

 

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საბაჟო

ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს

ექსპერტის დასკვნა № 001/001

-------------------------------------- შესახებ

 (ფორმა №2)

გაფრთხილება

ჩემთვის, როგორც ექპერტისათვის ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტის უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებული ვარ, რომ ყალბი დასკვნის მომზადებისათვის ან საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობისათვის დამეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

ექსპერტი

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი და

 თნამდებობა

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

 ბრძანების ან/და

სერტიფიკატის ნომერი

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება (არსებობის შემთხვევაში)

 

 

დამკვეთი

სახელი, გვარი/იურიდიული პირის დასახელება

 

პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი

 

მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ელ.მისამართი / ტელეფონი

 

 

 

 

 

 

წარმომადგენლის სახელი, გვარი

 

 

 

 

 

 

 

დასმული კითხვები

(დანიშნული ექსპერტიზის სახეობა და ინფორმაცია გამოსაკვლევი საქონლის შესახებ)

 

 

დასკვნა

(ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. არსებობის შემთხვევაში, მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის N, გვერდების რაოდენობა).

 

ექსპერტის ხელმოწერა:

 

წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და გამოსაკვლევი საქონლის ჩამონათვალი:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი:

( საქონლის აღწერილობა, რაოდენობა, მდებარეობა, ექსპერტიზის ჩატარების ადგილის დასახელება და მისამართი, დამსწრე პირები, ინფორმაცია ნიმუშების აღების შესახებ (აქტის N)

 

მომზადებული დასკვნის დასაბუთება

( რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, არსებობის შემთხვევაში მიეთითება დასკვნის დანართები (დანართის №, გვერდების რაოდენობა).

 

 

ექსპერტის ხელმოწერა: ---------------------------   “.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„დანართი №IV–01

 

იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის

ჟ უ რ ნ ა ლ ი

 

 №

მიღებულია (მონიშნეთ გახაზვით):

- ადმინისტრაციული

 დეპარტამენტიდან

- საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი

 თანამშრომლისაგან 

გაცემულია

იდენტ. საშუალების დასახელება და დიაპაზონი №-დან − №-მდე

იდენტ. საშუა-ლების რაოდ-ენობა ცალო-ბით

მიღების თარიღი

პასუხის-მგებელი თანამშ-რომლის სახელი და გვარი გარკვე-ვით, ხელმოწ-ერა

 

სტრუ-ქტურუ-ლი ქვედა-ნაყო-ფის დასახე-ლება

იდენტ. საშუა-ლების დასახე-ლება და დიაპა-ზონი №-დან −№-მდე

იდენტ. საშუალე-ბის რაოდე-ნობა ცალობით

გაცე-მის თარი-ღი

საქონლის გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის, განყოფილების ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომლის, ცვლის უფროსის ან გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი და გვარი გარკვევით, პირის საიდენტიფიკაციო ნომერი,

ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №IV–03

 „ ----- „ –––––– 20… წელი

ინფორმაცია

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ

(საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის დასახელება)

20 ... წლის განმავლობაში გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ

 

იდენტიფიკაციის საშუალების დასახელება

დაზიანებული იდენტიფიკაციის საშუალების რიგითი №

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხისმგებელი

თანამშრომლის ხელმოწერა -----------------------------------------------

 პ/ნომრიანი ბეჭედი ან

საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის

მრგვალი ბეჭედი   “.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი

 

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი, შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა

025

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

032

საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია

034

იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

035

საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

036

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

037

შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

047

იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

063

გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

064

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

165

რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

166

თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

200

ავტომანქანის სახელმწიფო N

201

რკინიგზის ვაგონი, N

202

თვითმფრინავი, რეისი N

203

გემი, რეისი N

204

კონტეინერი, N

210

წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

342

საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება

345

აწონვის ქვითარი

420

საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

421

დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

445

წინასწარი გადაწყვეტილება

446

სასაქონლო ზედნადები

447

სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი

449

ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის”დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას

450

ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი

451

ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენე.ბის, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი

452

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი