დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016261 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებით (სსმ, 05.09.2012, 010170000.22.029.016035) დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს არაუმეტეს ერთი საათით. 3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.“. 2. შინაგანაწესის მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მოსამსახურის სამსახურებრივი ეთიკის ნორმები 1. მოსამსახურე მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, ვალდებულია: ა) პირნათლად, პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი, მიღებული დავალებების მიმართ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და მობილიზებულობა, ამასთან დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს მიღებული დავალებები. შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან დააზუსტოს მიღებული დავალების შინაარსი; ბ) განუხრელად დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ ჩაიდინოს იმგვარი სამსახურებრივი ღირსების შემლახავი ქმედება, როგორიც არის: სამსახურში ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება; სამინისტროს შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი ადგილისა; უცენზურო ფრაზების გამოთქმა; უპატივცემულო მოპყრობა, როგორც მოსამსახურე კოლეგების, ასევე სამინისტროს ბენეფიციარებისა და სხვა მოქალაქეებისადმი; აშკარად შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციების გამოყენება; ვ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას და დაიცვას მასზე სამსახურებრივი საჭიროებისათვის სარგებლობაში გადაცემული მატერიალური ფასეულობები; ზ) დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე; ი) სამუშაო საათებში არ დაუშვას კომპიუტერისა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება; კ) საზოგადოების წევრებთან და სხვა მოსამსახურეებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი და თავაზიანი, თავისი აზრი, მოთხოვნები, შენიშვნები და წინადადებები გამოთქვას კორექტული და ზრდილობიანი ფორმით; ლ) მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე და პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; მ) ზრუნავდეს ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3-4 პუნქტების გათვალისწინებით, თამბაქოს მოსაწევ ადგილად სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში განისაზღვროს კიბის უჯრედთან არსებული აივნები, ხოლო სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - ამ მიზნით გამოყოფილი ოთახი. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს მისაღებ ფორმაში, დაიცვას პირადი ჰიგიენა და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი. 4. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში ან/და კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით. 5. თითოეული მოსამსახურე შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციისა და კანონმდებლობის სხვა ნებისმიერი დარღვევის გამოვლენისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების ან კანონმდებლობის სხვა ნებისმიერი დარღვევის შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებსა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.“. 3. შინაგანაწესს დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 მუხლი: „მუხლი 91. კანდიდატის მოვალეობები 1. კანდიდატი ვალდებულია შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე, სამინისტროს წარუდგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა შრომითი ურთიერთობის გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენამდე სამინისტრო უფლებამოსილია არ გააფორმოს შრომითი ურთიერთობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები