„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016155
28
15/08/2014
ვებგვერდი, 21/08/2014
190040000.35.138.016155
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებით (ვებგვერდი, 11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016148) დამტკიცებულ დანართში:
1. მე- 3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დევნილთა და იძულებით      გადაადგილებულ პირთა შვილები;“.

2. მე- 11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები საჭიროებენ გადაუდებელ-აუცილებელ შეკეთებას, კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის შესაკეთებლად   მიიღებენ ერთჯერად დახმარებას სამშენებლო მასალის სახით (არაუმეტეს 300 ლარისა), რისთვისაც კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (დამოწმებული განცხადების მიმღების ხელმოწერით);

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;

დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

3. მე-12 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, ნაცვლად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა ჩაიწეროს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.“

4. მე-12 მუხლის, მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე