ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს #13 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს #13 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016114
25
18/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
010250050.35.125.016114
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს #13 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2014 წლის 18 აგვისტო

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  

დ ა ა დ გ ი ნ ა:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www. Matsne.gov.ge  07.08.2014 წ.)  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური“.

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილების „ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www. Matsne.gov.ge  07.08.2014 წ.) მე-15 მუხლს დაემატოს  21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა)  ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ტყიბული);

ბ) საწირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – საწირე, ზედუბანი, სამტრედია, ახალსოფელი, დაბაძველი,  ბზიაური, ძიროვანი);

გ) ხრესილის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ხრესილი, ლეღვა, ივანეული, ახალდაბა, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ბუეთი, ძუყნური);

დ) მუხურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მუხურა);

ე) ცუცხვათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ცუცხვათი);

ვ)  ორპირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ზედა ჭყეპი, ქვედა ჭყეპი, შუყერი, ჯონია, ლაფეთი, მანდიკორი, ნაბოსლევი, კოკა, ოხომირა, ორპირი);

ზ) კურსების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კურსები, გელათი, მოწამეთა);

თ) ჯვარისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ჯვარისა, ხორჩანა, ოჯოლა, ლაშია, ლეყერეთი);

ი) გურნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – გურნა, ციხია, ბობოთი, ნაძვა, კორეეთი, კითხიჯი, ანტორია, კისორეთი);

კ) სოჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოჩხეთი, წყნორი, ძმუისი)“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი