დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 672 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016356 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №141 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/03/2013; სარეგისტრაციო კოდი - 140030000.22.034.016167) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა მთავარი სამმართველოს დანაყოფებია: ა) მონიტორინგის სამმართველო; ბ) ქ. თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო); გ) ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო) (ქ. თბილისი); დ) აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ბათუმი); ე) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. გორი); ვ) ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. რუსთავი); ზ) კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. თელავი); თ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ქუთაისი); ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ზუგდიდი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები