დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017525 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1412
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ორი ხუთსართულიანი კორპუსის (საკადასტრო კოდი - 43.30.41.287) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე კომუნიკაციების (წყალმომარაგება-წყალარინება, გაზმომარაგება) მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭითაწყარში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობიდან გამომავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;
გ) ამ განკარგულების ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები