შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017529
  • Word
1408
07/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
000000000.00.003.017529
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1408

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

  შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1.  „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგური ,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. წაბლანას მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 42 600 მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. დიდაჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 15 000 მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

 


                              

 

 

 

 

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში:

გ.ა) 7409 (შვიდი ათას ოთხას ცხრა) ლარის გადახდა – ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – 42 600 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის;

გ.ბ) 2609 (ორი ათას ექვსას ცხრა) ლარის გადახდა – ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – 15 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი