„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016109
01-151
15/08/2014
ვებგვერდი, 21/08/2014
480610000.22.030.016109
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-151

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის № 241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ან დროებით იმყოფება საზღვარგარეთ;“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო  აღრიცხვას  აწარმოებენ საკონსულო თანამდებობის პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და  საკონსულო დაწესებულების  საკონსულო ოლქების მიხედვით.

2. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში - საკონსულო დეპარტამენტი) საკონსულო აღრიცხვას ახორციელებს:

ა) იმ ქვეყანაში, სადაც არ არის აკრედიტირებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სადაც დანიშნულია ერთი საკონსულო თანამდებობის პირი.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სააგენტოს წინაშე საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წელს მიღწეულ საზღვარგარეთ მყოფ  საქართველოს მოქალაქეს, 18 წლამდე ასაკის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე მეურვეობისა ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს.“;

დ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო აღრიცხვაზე დგება საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო დაწესებულება წარმოდგენილია ორი საკონსულო თანამდებობის პირით, ისინი საკონსულო აღიცხვაზე დგებიან ერთმანეთის მეშვეობით.

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსულო თანამდებობის პირისა და საკონსულო დეპარტამენტის წინაშე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის, ასევე მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით მშობლის (მზრუნველი, მეურვე) თანხმობა გამოიხატება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტაზე მშობლის (მზრუნველი, მეურვე) ხელმოწერით.“;

ე.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხორციელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტის (დანართი N 5) შევსების საფუძველზე, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა  განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის განხორციელებისას არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი (გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, ავტომატურ რეჟიმში შეუჩერდება საკონსულო აღრიცხვა და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

7. საკონსულო აღრიცხვის შეჩერება გაუქმდება, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, შემოსვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.“;

ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება:

ა) საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს  მოქალაქე;

ბ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

გ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეიცვალა საკონსულო აღრიცხვა;

დ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს;

ე) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუჩერდა საკონსულო აღრიცხვა  და რომელიც საერთაშორისო მიმოსვლისათვის დადგენილ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას;

ვ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე 5 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა; 

ზ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად წარადგინა ყალბი დოკუმენტები.“.

2. ეს ბრძანება გარდა პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი მე-7 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი მე-7 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი