„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 14/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016094
18
14/08/2014
ვებგვერდი, 19/08/2014
300280020.16.009.016094
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №18

2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზეб საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის  №17 დადგენილების პირველ მუხლის მე-2 პუნქტში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 7,5 %. მათ შორის*:

–  110(35) კვ ძაბვის საფეხურისთვის – 1,5 %;

–  10(6) კვ ძაბვის საფეხურისთვის – 1,1 %;

–  0,4 კვ ძაბვის საფეხურისთვის – 4,9 %.

შენიშვნა: ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში აღრიცხვის სრულად მოწესრიგებამდე, ამ ქვეპუნქტით ძაბვის საფეხურებისათვის დანაკარგების ოდენობები მიკუთვნებულია პირობითად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად.“

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიგოჩა შონია