,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016834
99/ნ
15/08/2014
ვებგვერდი, 15/08/2014
040030000.22.022.016834
,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №99/ნ

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 240211, 24/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016064) და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხდში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ)  ფოტოსურათი;“

გ) ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.  

2. 201 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თანხმობის განაცხადის შევსების ვადის დასრულების შემდეგ.

2. დირექტორობის უფლების მქონე პირი კომისიის წინაშე, გასაუბრებაზე, წარადგენს განაცხადში მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.“

ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს საჯარო სკოლას, რომლის სამეურვეო საბჭოსაც დირექტორობის უფლების მქონე პირი წარედგინება  ასარჩევად.“

 3. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:

ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;

ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;

გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

დ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.“

ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც  სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.“

 4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23.  დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი

ამ წესის შესაბამისად, დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე