საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017515
  • Word
1400
07/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
000000000.00.003.017515
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1400

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის ვადით, გადასცეს ქ. ახალქალაქში, ს/ქ №3-ში (ყოფილი კეჩ-ის მმართველობის შენობა) მდებარე 2207 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 (ადმინისტრაციული შენობა) განაშენიანების ფართი 239 კვ.მ, ობიექტი №2 (ავტოფარეხი) განაშენიანების ფართი 115.9 კვ.მ, ობიექტი №3 (ფარდული) განაშენიანების ფართი 203.3 კვ.მ, ობიექტი №4 (მაღაზია) 265.4 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.18.33.037).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისათვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროფილით გამოყენება.

    3.  ამ განკარგულების შესრულების მიზნით, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი