დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016546 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 040150000.22.027.016225, 29/12/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. გამონაკლის შემთხვევებში, მაცნე ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში სხვა სახის შეცდომის გასწორებაც, თუ ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ან თანამდებობის პირი, შესაბამისი მიმართვისა და მტკიცებულების (კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საბოლოო და სათანადოდ დამოწმებული ტექსტის, ხელმოწერილი სხდომის ოქმისა და სხვა მტკიცებულებების) საფუძველზე სათანადოდ და ყოველ ეჭვს მიღმა დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.“;
ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემედგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. მაცნე უფლებამოსილია დასაბუთებული უარი უთხრას ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის ტექსტის შესწორებაზე, თუ შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვერ დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები