„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.027.016547
42
15/08/2014
ვებგვერდი, 15/08/2014
190020060.22.027.016547
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №42

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011; 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბჭო შედგება, სულ მცირე, ხუთი წევრისაგან.“.

 

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით. სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით სავალდებულია საბჭოს სარეზერვო წევრების ინფორმირება.“;

 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭო უფლებამოსილია განიხილის საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.“;

 

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა რაოდენობა, ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან საბჭოს წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემცირდება ნახევარზე მეტად, საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მუშაობაში, ხმის უფლებით, საბჭოს სარეზერვო წევრების, სულ მცირე, იმ რაოდენობით ჩართვის შესახებ, რაც საკმარისი იქნება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით.“.

 

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.“.

 

4. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საბჭო, გრანტის გამცემთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.“.

 

5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელს უფლება აქვს ერთ მიმართულებაზე (ლოტზე) წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება.“.

 

6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. გადაწყვეტილების მიღების ვადა

საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი