დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.154.016176 |
25
14/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
010250000.35.154.016176
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა თანდართული დანართის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე. |
| მუხლი 3 |
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
|
თიანეთის მუნიპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმაა: |
1.
გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული ატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ - არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტო; |
2.
მეტრიალურ-ტექნიკური სამსახურის, იურიდიული, საფინანსო ზედამხედველობის, ქონებისა და მიწის მართვის, ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა - არაუნგიანეს 2014 წლის 20 აგვისტო; |
3.
სალიკვიდაციო კომისიის მიერ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღწერა, სამუშაო დოკუმენტაციის, შეუსრულებელი და შესრულებული წერილების აღრიცხვა და პასუხისმგებელი პირებისათვის გადაცემა - არაუგვიანეს 2014 წლის 01 სექტემბერი. |
4.
გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციების გაცემა - არაუგვიანეს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ორი თვე. |
5.
რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება - არაუგვიანეს 2014 წლის 07 სექტემბერი; |
6.
გამგეობის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება - არაუგვიანეს 2014 წლის 07 სექტემბერი; |
7.
საატესტაციო-საკონკურსო კომისიის შექმნა - არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბერი; |
8.
სტრუქტურაში გამოვლენილი ვაკანსიების აღრიცხვა და შევსების მიზნით კონკურსის გამოცხადება - არაუგვიანეს 2014 წლის 30 ოქტომბერი. |
9.
გამგეობის სტრუქტურის ცალკეულ თანამდებობებზე სამსახურებრივი ატესტაციის ჩატარება - არაუგვიანეს 2014 წლის 15 ოქტომბერი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები