დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ანაკლიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017505 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1431
2014 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს ,,ანაკლიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ანაკლიამ“ (ს/კ 404396293) საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც დაკავშირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო, აღდგენითი სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან ( ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის მინის მოაჯირის სარებილიტაციო და გვერდითა, დაჭიმული ბოგირების განათების სამუშაოები; განმუხურის გამწმენდი ნაგებობის დაბალი ძაბვის ელექტროკაბელის გადატანისა და მისი მონტაჟის სამუშაოები; განმუხურის სანაპირო ზოლში გარე განათების ქსელისა და ანაკლია-განმუხურში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები; ანაკლია-განმუხურში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნის სამუშაოები; ანაკლია-განმუხურის ზღვაზე გასასვლელი ხის ბილიკების საფარის აღდგენითი სამუშაოები).
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები