სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 20 ივნისის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ

  • Word
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 20 ივნისის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017511
  • Word
1420
12/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
000000000.00.003.017511
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 20 ივნისის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1420

2014 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 20 ივნისის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ

1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 20 ივნისის №2 სხდომის ოქმი.

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 20 ივნისის სხდომაზე განხილულ II საკითხთან დაკავშირებით მიღებული №1, №2, №3, №4, №5, №6 და №8 გადაწყვეტილებები.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი