დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017523 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1416
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3601,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მესტია, დაბა მესტია, აეროპორტი,მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი − 42.06.46.001, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2951,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მესტია, დაბა მესტია, აეროპორტი, მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი − 42.06.12.752, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12283,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მესტია, დაბა მესტია, აეროპორტი,მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი − 42.06.12.740, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8860,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მესტია, დაბა მესტია, ქვაჩხაანი, მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი − 42.06.12.711, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4388,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მესტია, დაბა მესტია, ქვაჩხაანი, მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი − 42.06.12.715, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები