დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017524 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1415
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑11 მუხლის მე‑4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომ მის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯები განსაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საწვავი ყოველთვიურად – 2500 ლიტრი;
ბ) საკომუნიკაციო ხარჯი ყოველთვიურად – 490 ლარი.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები