დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 102/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016837 |
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ, 163, 14/12/2010, ს/კ: 430010000.22.022.016036) მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) 0205 დარგი/სპეციალობა „ტურიზმი“ ამოღებულ იქნეს. ბ) ამოღებულ იქნეს შემდეგი ქვედარგები/სპეციალიზაციები: ბ.ა) 020501 ბუნების ტურიზმი და დაცული ტერიტორიები; ბ.ბ) 020502 ეკოლოგიური ტურიზმი; ბ.გ) 020503 კულტურული ტურიზმი; ბ.დ) 020504 სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა; ბ.ე) 020505 რეკრეაციული ტურიზმი; ბ.ვ) 020506 აგროტურიზმი. გ) ამოღებულ იქნეს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები: გ.ა) 020551 გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.); გ.ბ) 020552 ტუროპერატორი (აგრო-, ეკო- და ა.შ. ტუროპერატორი); გ.გ) 020553 სასტუმრო საქმისმწარმოებელი; გ.დ) 020554 სარესტორნო საქმისმწარმოებელი; გ.ე) 020555 მიმღები - რეცეფციონისტი; გ.ვ) 020556 ბარმენი; გ.ზ) 020557 მიმტანი; გ.თ) 020558 სომელიე; გ.ი) 020559 სამთო გამყოლი; გ.კ) 020560 საფეხმავლო გამყოლი; გ.ლ) 020561 დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი. დ) 040615 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია - „040616 სამშენებლო მექანიკა და სეისმომედეგი მშენებლობა“. ე) 1119 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დარგი/სპეციალობა - „1120 ტურიზმი“. ვ) 1120 დარგის/სპეციალობის გასწვრივ შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის ჩამონათვალში დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგები/ სპეციალიზაციები: ვ.ა) 112001 ბუნების ტურიზმი და დაცული ტერიტორიები; ვ.ბ) 112002 ეკოლოგიური ტურიზმი; ვ.გ) 112003 კულტურული ტურიზმი; ვ.დ) 112004 სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა; ვ.ე) 112005 რეკრეაციული ტურიზმი; ვ.ვ) 112006 აგროტურიზმი. ზ) 1120 დარგის/სპეციალობის გასწვრივ შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები: ზ.ა) 112051 გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.); ზ.ბ) 112052 ტუროპერატორი (აგრო-, ეკო- და ა.შ. ტუროპერატორი); ზ.გ) 112053 სასტუმრო საქმისმწარმოებელი; ზ.დ)112054 სარესტორნო საქმისმწარმოებელი; ზ.ე) 112055 მიმღები-რეცეფციონისტი; ზ.ვ) 112056 ბარმენი; ზ.ზ) 112057 მიმტანი; ზ.თ)112058 სომელიე; ზ.ი) 112059 სამთო გამყოლი; ზ.კ) 112060 საფეხმავლო გამყოლი; ზ.ლ) 112061 დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები