დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 630 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016349 |
|
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016291) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია იკრიბება საჭიროების შემთხვევაში. 2. კომისიას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის წევრთა 1/3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიაში თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.“. 2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიმართოს „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირს ან ორგანოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.“. 3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.“. 4. მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი: „8. კომისიის მუშაობის გამარტივების მიზნით იქმნება კომისიასთან არსებული სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები