დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390010000.22.023.016254 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: |
1.
დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს უფროსი განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საკურატორო სფეროებს, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას.“. |
2.
მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სატყეო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ,,უფროსი მეტყევის” თანამდებობა.“. |
3.
მე-4 მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
4.
მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:.
„ა) ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების ან/და კორექტირების სამუშაოების კოორდინაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.“. |
5.
მე-7 მუხლს დაემატოს „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„კ) სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების კოორდინაცია; ლ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფის (კომისიის) ხელმძღვანელობა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების ორგანიზება და წარდგენა; მ) უფროსი მეტყევეების საქმიანობის კოორდინაცია.“. |
6.
მე-11 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტერიტორიული სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევის, უბნის უფროსის მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენისას, შესაბამის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა.“. |
7.
დანართ №1-ის („საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპური დებულების“) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ტყითსარგებლობის დეპარტამენტისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნისამებრ მომზადება და მიწოდება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები