დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.104.016178 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №39 დადგენილებაში (სსმ,60, 07/12/2010,სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.104.016028) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, იმავე კოდექსის XIII, XIV, XV თავების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გაცემის წესს. 2. წალენჯიხის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და ამ დებულებით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობა. (შემდგომში- გამყიდველი)“. |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წალენჯიხის თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წალენჯიხის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებული, სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.“ |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. წალენჯიხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ |
ე)
მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან გადაიხადოს „ბე“ ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.“ |
ვ)
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას სარგებლობის უსასყიდლო ფორმით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძვნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს“. |
ზ)
მე-15 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონების სარგებლობის ფორმით გაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე“. |
თ)
მე-15 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი:
„5. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშკრულებით განსაზღრული პირობებით.“ |
ი)
მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ქონების უზუფრუქტის უფლებით გაცემა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი პირს უზურფრუქტით გადაეცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტით გადაცემული ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, თუ ნივთი გაქირავებული ან იჯარით იყო გაცემული, ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე. |
კ)
21-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტ გვერდზე. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საშუალებებშიც; 5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.“ |
ლ)
23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.“ |
მ)
24-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობო გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს და წარუდგენს: ა)განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); გ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძვნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილიქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ერთი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან. 4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი განიხილავს შემოსულ განცხადებას, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს, თანხმობის მისაღებად უგზავნის საკრებულოს.“. |
ნ)
25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე პირსა და მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
ო)
26-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეუთანხმებლად. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა–პატრონობაზე და დაცვაზე. 4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები