დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.151.016153 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შეიქმნას 6 (ექვსი) ადმინისტრაციული ერთეული შემდეგი სახით:
1. დაბა სტეფანწმინდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო, გველეთი). 2. სნოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო). 3. სიონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი). 4. გორისციხის ადმინისტრაციული ერთეული ( სამოქმედო ტეროტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი). 5. კობის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, ნოოგყაუ, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, მნა, აბანო, კეთრისი, ტეფი, გიმარა, ცოცოლთა, ბურმასიგი, კარათსოფელი, დესი, სუატისი, რესი, ზემო ოქროყანა. 6.გუდაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები