საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 09/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.405
  • Word
3544
25/07/2006
სსმ, 39, 09/08/2006
200.000.000.05.001.002.405
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საქონლის მიწოდებად არ ითვლება:

ა) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

ბ) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა.“.

2. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0102 10, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 10, 3808 20 (გარდა 3808 20 100 00-ისა), 3808 30 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, აგრეთვე ამ კოდებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;

ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00, 0602 90 100 00, 0713 31 000 00, 0713 32 000 00, 0713 33 100 00, 0713 39 000 00, 1001 90 910 00, 1003 00 100 00, 1206 00 100 00, 1209 21 000 00, 1209 23, 1209 91, 2833 25 000 00, 3808 20 100 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ყოველწლიური კვოტების მიხედვით, აგრეთვე ამ კოდებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ნოტების) მიწოდება, იმპორტი, რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55 000 00 და 4810 22 კოდებში აღნიშნული საქონლის იმპორტი;“;

გ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 1211 10 000 00, 1211 20 000 00, 1301 10 000 00, 1301 20 000 00, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00 და 1702 11 000 00 კოდებში მითითებული საქონლის, 28-ე და 29-ე ჯგუფებში წარმოდგენილი სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;

ყ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022, 9025 11 910 00 და 9402 90 000 00 კოდებში აღნიშნული საქონლის, 8713 და 8714 20 000 00 კოდებში მითითებული გადაადგილების უნარის არმქონე ადამიანებისათვის ეტლების, იოდიზებული მარილის, რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი;“;

დ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8701 90 110 00–8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 – 8708 70 100 00, 8708 80 100 00, 8708 80 900 00, 8708 91 100 00, 8708 91 900 00, 8708 92 100 00, 8708 92 900 00, 8708 93 100 00, 8708 93 900 00, 8708 94 100 00, 8708 94 900 00, 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის, ძარის, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;“.

3. 258-ე მუხლის ცხრილში:

ა) პირველი და მე-2 სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

ცქრიალა და შუშხუნა

2204 10

 

 

ღვინოები (მათ შორის, შამპანური)

2204 21 100 00

2204 29 100 00

1 ლიტრი

0,70 ლარი

2

შემაგრებული ღვინოები:

 

2204 21 870 00

2204 21 990 00

2204 29 870 00

2204 29 990 00

1 ლიტრი

 

ჩამოსხმული

1,20 ლარი

ჩამოსასხმელი

0,70 ლარი

ბ) მე-15 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15

ა) თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი:

 

 

 

– სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

2402 10 000 01

1 ღერი

0,90 ლარი

– სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

2402 10 000 02

20 ღერი

1, 00 ლარი

– ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

2402 20

20 ღერი

0, 60 ლარი

– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

2402 20

20 ღერი

0,15 ლარი

– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები;

2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00)

1 კგ

20 ლარი

ბ) ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა):

 

 

 

– სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

 

2402 10 000 01

 

1 ღერი

 

0,70 ლარი

– სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

 

2402 10 000 02

 

20 ღერი

 

0, 80 ლარი

– ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

 

2402 20

 

20 ღერი

 

0,40 ლარი

– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

 

2402 20

 

20 ღერი

 

0,10 ლარი

– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქო „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები

2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00)

1 კგ

20 ლარი

გ) მე-17–24-ე სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი, გარდა მილსადენისა

2709 00 100 00

2711 11 000 00

2711 21 000 00

 

1000 მ3

 

80 ლარი

18

ნავთობის დისტილატები:

 

 

 

მსუბუქი

2710 11

1 ტონა

250 ლარი

საშუალო

2710 19 110 00–

2710 19 290 00;

 

1 ტონა

 

220 ლარი

მძიმე

2710 19 310 00–

2710 19 490 00

 

1 ტონა

 

150 ლარი

19

ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულების მასას (გარდა ამ კოდებში აღნიშნული ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა, რომლებიც გამოიყენება ხის შპალების (სასაქონლო კოდი 4406 10 000 00) გასაჟღენთად და ნახშირბადის (სასაქონლო კოდი 2803 00) მისაღებად)

     

2707 (გარდა

2707 10 100 00–

2707 60 000 00;

2707 91 000 00;

2707 99 910 00)

     

 

 

1 ტონა

     

 

 

350 ლარი

20

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

2711 12

2711 13

2711 14 000 00

2711 19 000 00

1 ტონა

120 ლარი

21

ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთანავე, ეს ნავთობი წარმოადგენს პროდუქტების ძირითად შემადგენლებს; ნამუშევარი ნავთობპროდუქტები

     

 

2710 (გარდა

2710 11 110 00–

2710 19 490 00 და

2710 19 510 00–

2710 19 690 00)

     

 

 

     

1 ტონა

     

 

 

     

400 ლარი

22

პიროლიზის თხევადი პროდუქტი

3911 90

1 ტონა

400 ლარი

23

მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი

2707 10 100 00

– 2707 60 000 00

(გარდა

2707 40 000 00);

2712 20;

2902 11 100 00–

2902 30 900 00;

2905 11 000 00–

2905 16 800 00;

3811 11 100 00–

3811 90 000 00;

3814 00 100 00–

3814 00 900 00

     

 

 

 

 

 

1 ტონა

     

 

 

 

 

 

400 ლარი

24

საპოხი მასალები და საშუალებები

3403 11 000 00

3403 19 100 00

3403 19 910 00

3403 19 990 00

3403 91 000 00

3403 99 100 00

3403 99 900 00

 

 

 

1 ტონა

 

 

 

400 ლარი

 

 

4. 273-ე მუხლის მე-5 ნაწილის ცხრილში პირველი სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. იახტა (კატარღა)

8903 10 900 00

8903 92 100 00

8903 92 990 00

8903 99 990 00

არანაკლებ 3 ლარისა და არა უმეტეს 7 ლარისა

 

5. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:

„14. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3544–რს