დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ბათუმის ავტოსადგური“ |
| მიღების თარიღი | 11/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 09 სექტემბერს, დღის 14 საათზე, ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, დირექტორის სამუშაო კაბინეტში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245415242) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2013 წლის წლიური ანგარიში საზოგადოების საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით (მომხსენებელი დირექტორი ზაურ სოლომონიძე, დირექტორის მოადგილე ბადრი სოლომონიძე);
2. 2013 წლის წმინდა მოგების განაწილების შესახებ, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე და 57-ე მუხლების გათვალისწინებით (მომხსენებელი დირექტორი ზაურ სოლომონიძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვარიშვილი);
3. 2008-2012 წლების გაუნაწილებელი და დატოვებული დივიდენდის (წმინდა მოგების) 401,5 ათასი ლარის გამოყენებისა და მისი ხარჯვის უტყუარობის შესახებ, მათ შორის აუდიტის მოწვევის და აღნიშნული საკითხების შემოწმების შესახებ (მომხსენებელი დირექტორი ზაურ სოლომონიძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვარიშვილი, დირექტორის მოადგილე ბადრი სოლომონიძე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შესწავლილი და განხილული მასალების გათვალისწინებით;
4. სხვადასხვა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
სააქციო საზოგადოება
,,ბათუმის ავტოსადგურის“
დირექტორ ი ზაურ სოლომონიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები