დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 618 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.016346 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/08/2014 - 10/06/2026)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 231-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 41-ე ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა (დანართი 1).
2. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების წესი (დანართი 2). 3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ოქმის ფორმების დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია). 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 18 აგვისტოს №690 / №159 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები