„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 663
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016352
663
29/08/2014
ვებგვერდი, 01/09/2014
140130000.22.034.016352
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №663

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს  უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

5. სამინისტროს მოსამსახურის მიერ  რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:

ა) სამინისტროს სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს ეკრძალება იმავე ან სხვა დაწესებულებაში შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება ან/და სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება;

ბ) სამინისტროს საჯარო  მოხელესა და სსიპ-ის სამოქალაქო პირს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში;

გ) შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან  შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სსიპ-ისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.“.  

  1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას ან/და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან

ბ.ბ)  სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“.

  1. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, მინისტრის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, თანამდებობაზე შეიძლება  დაინიშნოს:

ა) სრული ზოგადი განათლების მქონე პირი:

ა.ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ბ)  ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.

ბ) პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მას გავლილი არ აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/კურსი.

შენიშვნა: პირის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღება არ არის  სავალდებულო წინამდებარე წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.“.

  1. მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამხედრო სამსახურში მიღების შემდეგ, აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში.“.

  1. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არსებობის შემთხვევაში გამოკითხვის ოქმი ან/და სხდომის ოქმი პირის თანამდებობაზე დანიშვნის (პოლიციაში მიღება) შემთხვევაში განთავსდება მის პირად საქმეში.“. 

  1. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე  ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“.  

  8. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში კომისიის სხდომაზე ან გამოკითხვის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.“.

9. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თანამდებობა ტოლფასია, თუ:

ა) დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის იდენტურ დასახელებას;

ბ) დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

10. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის  კადრების განკარგულებაში აყვანა 

1. პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე  და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც.

4. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი  განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს  ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.

6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება სამინისტროს კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისივე თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.

შენიშვნა:

კადრების განკარგულებაში აყვანა არ ვრცელდება დაცვის პოლიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნულ პირზე, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.“.

11.  55-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. უფროსი და უმაღლესი სპეციალური, ასევე უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს .“.

12. 56-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 56. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას.“.

13.  56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დათხოვნისას სამინისტროს მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური და სამხედრო წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე