დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.030.016105 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 15.10.2010წ., №133, მუხ. 1923) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღებასა და განხილვას;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის: ვ1.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღებას; ვ1.ბ) გაცემისათვის აუცილებელი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას; ვ1.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემას;“;
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ზ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის: ზ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღებას; ზ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვას; ზ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემას;“;
ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის: ზ1.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღებას; ზ1.ბ) გაცემისათვის აუცილებელი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას; ზ1.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემას;“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ცალკეული მოქმედებების განხორციელება (განაცხადების მიღება, ფოტოიდენტურობის დადასტურების დამოწმება, არასრულწლოვან ან ქმედუუნარო პირზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის, აგრეთვე, ნების წერილობით გამოხატვის დადასტურება და დამზადებული დოკუმენტების ან გადაწყვეტილებების გადაცემა) შეიძლება დაეკისროს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეს.“. |
2.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების ან/და მისამართზე რეგისტრაციის მიზნით განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთების ფოტოასლების ელექტრონული მართვის სისტემის საშუალებით სააგენტოსთვის გადაგზავნის ტექნიკური მიზეზით შეუძლებლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბუთები სააგენტოს შეიძლება გადაეგზავნოს სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.“. |
3.
22 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საზღვარგარეთ მყოფი პირისთვის მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიიღოს უცხო სახელმწიფოში ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემული/თარგმნილი დოკუმენტები“; |
4.
მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“-„ზ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას საკონსულო თანამდებობის პირი ხელმძღვანელობს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“;
გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციისას მისამართად მიეთითება ადგილსამყოფელი ქვეყანა და ქალაქი. 11. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემისას საკონსულო თანამდებობის პირი იყენებს შესაბამის ბეჭედს, რომლის ფორმა დამტკიცებულია მინისტრის მიერ.“;
დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემით ან დოკუმენტის (გარდა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტისა) პერსონალიზაციის ტექნიკით, უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მოქმედებები განახორციელოს სამინისტროს ტექნიკური დახმარებით.“;
ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის მიზნით, პირი წარადგენს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ნიმუშის განცხადება-ანკეტას. განცხადება-ანკეტა ივსება ელექტრონული ფორმით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით. გამონაკლის შემთხვევაში, ამავე მიზნებისთვის ამ ბრძანების დანართი №4-ითა და დანართი №5-ით დამტკიცებული ნიმუშის განცხადება-ანკეტა შეიძლება შეივსოს მატერიალური ფორმით.“;
ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. თუ ვერ მოხერხდა დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის ან პასპორტის გადაცემა განმცხადებლისათვის, გადასაცემი დოკუმენტი ინახება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტი (გარდა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტისა) ექვემდებარება გაუქმებას და შემდგომი უტილიზაციისათვის ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი უტილიზაციის მიზნით ეგზავნება სააგენტოს.“;
ზ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო არასრულწლოვან პირზე გაცემის შემთხვევაში - 4 წელი. “;
თ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო არასრულწლოვან პირზე გაცემის შემთხვევაში - 4 წელი.“;
ი) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი - 1 თვის ვადაში.“. |
5.
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციასა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 1. საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის მიზნით, ასევე საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების მიღებაზე უფლებამოსილია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, რომელიც ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ქსელში. 3. საკონსულო თანამდებობის პირი სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებული განმცხადებლისაგან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი ბიომეტრიული მონაცემების მიღებასა და სააგენტოსთვის მიწოდებას. 4. საკონსულო თანამდებობის პირი განმცხადებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდას ადასტურებს ელექტრონული მართვის სისტემაში შესაბამისი აღნიშვნით. 5. სააგენტო საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების, ბიომეტრიული მონაცემებისა და განცხადება-ანკეტის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს გასაცემი დოკუმენტის დამზადებას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისთვის გადაგზავნას ან ამავე ვადაში გამოაქვს გადაწყვეტილება პირადობის ელექტრონული მოწმობის/ბიომეტრიული პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 6. სააგენტო საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის (გარდა დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მისამართზე რეგისტრაციისა) ან ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და განცხადება-ანკეტის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას აცნობებს რეგისტრაციის ან ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. გამონაკლის შემთხვევაში, საკონსულო თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, საკმარისი ინფორმაციის არსებობისას, აცნობებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას რეგისტრაციის ან ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ 1 სამუშაო დღის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის თაობაზეც ამ ვადის ამოწურვამდე ეცნობება საკონსულო თანამდებობის პირს. 8. მისამართზე რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე სააგენტო აცნობებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას წერილობით ან ელექტრონული მართვის სისტემაში შესაბამისი დადასტურებით. 9. სააგენტოს გადაწყვეტილება მისამართზე რეგისტრაციის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. 10. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მისამართზე რეგისტრაციის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. 11. საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციასთან და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში, ხოლო საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება - სააგენტოს თავმჯდომარესთან. 12. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი განმცხადებელს ბარდება ფოსტის მეშვეობით. დოკუმენტის გადაცემის შესახებ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.“.
|
6.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
3.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები