„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის N79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის N79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016107
01-146
11/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
010320040.22.030.016107
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის N79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-146

2014 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის N79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის N206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის N79 ბრძანებით (სსმ, 32, 29/03/2010, სარეგისტრაციო კოდი  010320040.22.030.014378) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროში დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციას, ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, სამინისტროს არასაიდუმლო საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროს სისტემის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობასა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.“;

ბ) მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს  საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზაცია და განხორციელება;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღების უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.“;

ე) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საქმისწარმოების ერთიანი წესების მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა წარმოების კონტროლი;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი