„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურის, დებულების, საშტატო განრიგისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.016950
321
08/08/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
010210050.08.002.016950
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურის, დებულების, საშტატო განრიგისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №321

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურის, დებულების, საშტატო განრიგისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურის, დებულების, საშტატო განრიგისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114  ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014, 010210050.08.002.0169.19.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (დანართი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7).“.

3. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N1 დანართის:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი;

გ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების განსაზღვრა და ანალიზი; შიდა და გარე საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება; ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური მოხსენებების მომზადება პრეზიდენტისა და საბჭოსათვის წარსადგენად; საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობისა და საგანგებო ვითარების დროს; პრეზიდენტის საჯარო მოხსენებების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტისათვის ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალის მიწოდება სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება პრეზიდენტისათვის წარსადგენად; ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;“.

4. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N2 დანართის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აანალიზებს და აფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის სტუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.

3. დეპარტამენტი შედგება დირექტორის მოადგილისა და მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე.

4. დეპარტამენტის თანამშრომლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.“.

5. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N3 დანართის:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის სტუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.

3. დეპარტამენტი შედგება დირექტორის მოადგილის და მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე.

4. დეპარტამენტის თანამშრომლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.“.

6. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N4 დანართის მე-2 და  მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმასა და სტრატეგიას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით და საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას საბჭოს მისიისა და აპარატის შესახებ;

გ) ორგანიზებას უწევს საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, ინტერვიუებსა და შეხვედრებს;

დ) საბჭოს აპარატის საჭიროებებიდან გამომდინარე ამზადებს მედიის ყოველდღიურ მიმოხილვას;

ე) უზრუნველყოფს საბჭოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის არქივის შექმნასა და განახლებას;

ვ) ამზადებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ავრცელებს პრესრელიზებს, განცხადებებს, ბიულეტენებსა და სხვა შესაბამის საინფორმაციო მასალას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას;

თ) ადმინისტრირებას უწევს საბჭოს ვებგვერდს;

ი) უზრუნველყოფს საბჭოს ვებსერვერისა და საფოსტო სერვერის გამართულ მუშაობას;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბჭოს ურთიერთობას საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან;

ლ) ორგანიზებას უწევს როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიური უწყებების დელეგაციების, ისე საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტებს;

მ) წარმართავს ურთიერთობას საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიასთან და უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის გაცვლას;

ნ) უზრუნველყოფს საბჭოში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის კოორდინაციას;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას;

პ) წარმოადგენს საბჭოს აპარატს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.

3. დეპარტამენტის შემადგენლობაშია საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე.

5. დეპარტამენტის მრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი.“.

7. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N5 დანართის:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის სტუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.

3. დეპარტამენტი შედგება დირექტორის მოადგილისა და მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე.

4. დეპარტამენტის თანამშრომლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.“.

8. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N6 დანართის:

9. ბრძანებულების პირველი მუხლით დამტკიცებული N8 დანართი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი