დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016025 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ.1-10 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. კანონის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები 1. საქართველოს კონსტიტუცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი კანონია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვისას. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 6. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. 7. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. 8. თუ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“. 2. კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) კანონპროექტის ავტორი; ე) კანონპროექტის ინიციატორი.“. 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;“. 4. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს.“. 5. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.“. 6. მე-18 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.“. გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების გათვალისწინებით.“. 7. კანონის 22-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 22. ნორმატიული აქტის გაუქმება“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“. 8. კანონის 231 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 231. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უფლებამოსილი პირის განკარგულებით ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა) ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 6. ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), თან უნდა ახლდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“. 9. კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), თან არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გასცა დადებითი დასკვნა;“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
8 აგვისტო 2014 წ. ქ. თბილისი N210-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები