დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 211-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 08/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.30.060.016026 |
|
მუხლი 1 |
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები: ,,5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 6. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. 7. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.“. 2. კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას ან/და განკარგულებას;“. 3. კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრი; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს.“. 4. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. აფხაზეთის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში.“. 5. კანონის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: ა) განათლებისა და კულტურის სამინისტრო; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი; ე) იუსტიციის დეპარტამენტი; ვ) სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
8 აგვისტო 2014 წ. ქ. თბილისი N211-ს |
დოკუმენტის კომენტარები