დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1370 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017491 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1370
2014 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, უნივერსისტეტის ქ. №2-ში მდებარე 375 კვ.მ უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.06.008.080) აუქციონის გარეშე, შპს „ZINI“-სათვის (ს/კ №430797836), 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 აგვისტომდე, იჯარის ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები