ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017490
  • Word
1369
05/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017490
ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1369

2014 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)  სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით  გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

    „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „კ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

     1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა  სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა (1000 (ათასი) დოზა) (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით, გადასცეს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

    2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის  სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა  უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი