დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017487 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1382
2014 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი გზის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის და აღნიშნულ გზაზე განსახლების სამოქმედო გეგმის (LARP) მოსამზადებელად მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები