უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017484
  • Word
1380
05/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017484
უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1380

2014 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74   მუხლის საფუძველზე, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის მოდერნიზაციის პროექტის (კმ95-კმ114) სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განსახორციელებლად, უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალები) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიეცეს უფლება, განახორციელოს:

ა) 153 300 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოხისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

X

Y

1

400904

4653273

2

401040

4653285

3

401171

4653275

4

401255

4653236

5

401322

4653181

6

401245

4653147

7

401162

4653135

8

401045

4653132

9

400914

4653127

S=5,11 ჰა

WGS 1984

 

ბ) 189 600 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოხისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

Y

1

400871

4653118

2

400749

4653092

3

400619

4653086

4

400583

4653164

5

400574

4653206

6

400559

4653301

7

400649

4653330

8

400779

4653369

9

400834

4653248

S=6 ,32 ჰა

WGS 1984

 

       2. უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:

ა) ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ბ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში:

ბ.ა) 26 661 (ოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდაერთი) ლარის გადახდა - 153 300 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის;

ბ.ბ) 32 974 (ოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა - 189 600 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის.

4. უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში გარემოსდაცვითი ზედამედველობის დეპარტამენტი).

5 . უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი