არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017482
  • Word
1379
05/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017482
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1379

2014 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტისათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“ (ს/კ 237079497) იჯარის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლით, ყოველთ­ვიური საიჯარო ქირით – 50 (ორმოცდაათი) ლარი, გადასცეს ქალაქ ოზურგეთში, შ. რუსთაველის ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი – 4063 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართობით - 825 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №26.26.47.021).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) საიჯარო ქირის გადახდა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით სარგებლობაში გადაცემული ქონების ბაზაზე საგანმანათლებლო პროფილის საქმიანობის განხორ­ციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მისი მოქმედების განმავლობაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალის­წინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                    ირაკლი ღარიბაშვილი