საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017481
  • Word
1378
05/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017481
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1378

2014 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

 „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლის განმავლობაში სამინისტროს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 12 (თორმეტი) ერთეულით, რომელთა შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი