დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აპრილის №694 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017473 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1363
2014 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
„სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აპრილის №694 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსის63–ემუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აპრილის №694 განკარგულებაშიშეტანილიქნესცვლილებადა მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემულ ქონებაზე 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ლითონის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის საყრდენის მოწყობა.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები