საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ

  • Word
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017464
  • Word
1351
01/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017464
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1351

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციასაერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების თაობაზე.

2. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმების მე-3 მუხლის 6(i) სექციის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ.

      

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი