დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017463 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1350
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობის განსაზღვრის შესახებ
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე‑19 მუხლის მე‑7 და მე‑12 პუნქტების შესაბამისად, შპს „ქართული კვების კომპანიას“ განესაზღვროს განსხვავებული წინასწარი ანგარიშსწორების პირობა და გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან, შპს „ქართული კვების კომპანიასა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 30 ივნისს გაფორმებული №488 ხელშეკრულების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები