დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2014 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017458 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1330
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2014 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №46 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2014 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №136 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები