დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ H სალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1346 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017457 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1346
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებულ Hსალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სახელმწიფოს, წარმოდგენილს საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს სახით და კომპანია „Marine Resources Exploration International B.V.“‑ს შორის 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული შავი ზღვის H სალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება №2-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები